ქუთაისის „ტორპედომ“ გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით კვიპროსულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩში სომხეთის „არარატ არმენიასთან“ ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა. ქუთაისელებიდან ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა კისლეი ზიტამ გაიტანა.
განვლილ შეხვედრაში „ტორპედომ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა: კლიაიჩი, ბუკია, ნადარაია, შიმიჩი, ჩერიფი, ბასილაძე, ითრაქი, ზიტა, კოხრეიძე, არაბიძე, ანდრიჩი.
სათადარიგოები: გოშაძე, კუპრავა, მანე, ანთია, ჭითანავა, კატკოვი, ლიმა, პირესი, ბლიზნიჩენკო.
ქუთაისელები კვიპროსში ბოლო ამხანაგურ თამაშს 18 თებერვალს ადგილობრივ „აია ნაპას“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





