„სამგურალმა“ უზბეკებთან წააგო

0
7

თურქეთის შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ ამხანაგური თამაში უზბეკეთის „სურხონთან“ გამართა და 1:2 წააგო. წყალტუბოელებიდან ერთადერთი გოლი საბა ჩხეტიანმა 71-ე წუთზე გაიტანა, როდესაც 0:2 აგებდა. „სამგურალის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, კვარაცხელია, მანჯგალაძე, ბერელიძე, გოგია, ჯანჯღავა, იაშვილი, ჯეფინიო, გოგოლაშვილი, ს. ჩხეტიანი, კლაუდინიო.
სათადარიგოები: ქასრაძე, ცეცხლაძე, ტოლულოპე, ველისოლი, ჟან კარლოსი, აფციაური, ვინისიუსი, პაპავა.
„სამგურალი“ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩს 19 თებერვალს ყაზახეთის „ულიტაუსთან“ გამართავს.
ლაშა თაბაგარი