კრაიოვას „უნივერისტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, რუმინეთის სუპერლიგის 27-ე ტურში შინ ბუქარესტის „სტიაუას“ მინიმალური ანგარიშით სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე ალ ჰამლავიმ გაიტანა. „უნივერსიტატია“ 53 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





