პაპავამ გოლების რაოდენობა გაასამა

0
0

გიორგი პაპავამ ოკმკ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავი მესამედ გამოიჩინა. 27-ე ტურში ოკმკ სტუმრად ფერგანის „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და 88-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. მის ანგარიშზე 27 მატჩში გატანილი 3 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემაა. 33 წლის ნახევარმცველი ოკმკ-ში მეოთხე სეზონს ატარებს.
თუმცა, დარჩენილ დროში გათამაშების ლიდერის ფეხბურთელებმა სტუმართა კარი ორჯერ აიღეს და სამი ქულაც ჩაიწერეს. ოკმკ 45 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი