მამარდაშვილი თასზეც არ ათამაშეს

0
6

„ლივერპულმა“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, ინგლისის თასის 1/16-ფინალში სახლში „ბრაიტონს“ 3:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, რომელსაც პრემიერლიგაში არ ათამაშებენ, თავის გამოჩენის შანსი არც თასზე მისცეს.
მატჩის 42-ე წუთზე მასპინძლები ჯონსმა დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე სობოსლაიმ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 68-ე წუთზე სალაჰმა პენალტი გაიტანა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი ბრატისლავას „სლოვანი“ სახლში „ტრენჩინთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძლების თადარიგში ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია იყო, რომელიც ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ ათამაშეს. სტუმართა განაცხადში გიორგი ნადარეიშვილი მოხვდა, რომელიც თამაშში არ ჩართულა. „სლოვანი“ 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველია.
ლაშა თაბაგარი