ეგოიანის გუნდის მარცხი ბოლო წუთზე

0
6

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ რიგებში შეუცვლელად ზედიზედ მე-12 თამაში ჩაატარა. ნიდერლანდების ერედივიზიონის 23-ე ტურში „ექსელსიორი“ შინ „ალკმაართან“ 1:2 დამაცხდა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თავის გუნდში ისევ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მასპინძლები ბრონჰორსტმა დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე პაროტის დარტყმის მერე გაათანაბრეს. ოთხ წუთში „ალკმაარიდან“ გოლი პენეტრამ გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. „ექსელსიორი“ 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი