კვერნაძის გოლი და საგოლე პასი

0
10

გიორგი კვერნაძისთვის იტალიის სერია B–ში სტუმრად „სპეციასთან“ ჩატარებული შეხვედრა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. „ფროზინონემ“ 2:0 გაიმარჯვა, ხოლო საქართელოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა კვერნაძემ 37-ე წუთზე ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა, როდესაც პარტნიორის გადაცემის შემდეგ შორეულ ძელთან მდგომმა ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა. 56-ე წუთზე 23 წლის ქართველმა პასი გედიემისს გაუკეთა, რომელის მეკარესთან პირისპირ გავიდა და სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. კვერნაძე ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს, ხოლო სამი ქულის აღების შემდეგ „ფროზინონე“ 52 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ვენეციას“ ქულით  ჩამორჩება.
კვერნაძემ მიმდინარე სეზონში სერია B–ში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან ბოლო 6 თამაშში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბუნდესლიგის  22-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „აუგსბურგთან“ ორი უპასუხო გოლი გაუშვა. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დამარცხებულთა შორის მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი