ბათუმის “დინამოს” ახალი მენეჯმენტი

0
7

ბიზნესმენმა თემურ მიქელაძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ ბათუმის “დინამოს” შეძენის შემდეგ, ახალი მენეჯმენტი წარადგინა, რის შესახებ შავიზღვისპირელთა პრესსამსახური იუწყება. ნიკოლოზ ჯღარკავა, გენერალური მენეჯერი – პასუხისმგებელია კლუბის ეფექტურ მართვაზე, ლიცენზირების პროცესზე, ასევე სპორტული და ბიზნეს მიმართულებების სრულ კოორდინაციაზე.
ნიკა ჭანტურია, საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერი – უზრუნველყოფს გუნდის ლოჯისტიკას, მატჩის დღის ორგანიზებასა და კლუბის ყოველდღიურ საოპერაციო მართვას.
ზურაბ თიგიშვილი, საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელი – კურირებს სკაუტინგს, სატრანსფერო პოლიტიკის შემუშავებასა და რეკრუტირების პროცესს.
|ზურაბ ორაგველიძე, ფეხბურთის განვითარების მენეჯერი – იმუშავებს აკადემიის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების, მწვრთნელთა განათლებისა და ფეხბურთელთა განვითარების მიმართულებით.
“დინამოდან” სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე გაუშვეს, რომელსაც ფეხბურთელობისას ბათუმელთა კარში არაერთუი სეზონი გაუტარებია, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელად 2000, 2002-2003 და 2017 წლებში მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი