დავითაშვილის მეორე დუბლი სეზონში

0
11

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი მეორე დუბლი შეასრულა. 23-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „გენგამს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე გახსნა, როდესაც პენალტი გაიტანა. მე-14 წუთზე სტუმრების კონტრშეტევის დროს კარდონამ „გენგამის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დავითაშვილმა მცველს აჯობა და თავით გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. 25 წლის დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო საფრანგეთის თასზე ერთ შეხვედრაში ამდენივე გოლი მიითვალა.
„სენტ-ეტიენი“ 40 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი