ოთარ კიტეიშვილისთვის ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში სტუმრად „ტიროლთან“ ჩატარებული შეხვედრა უიღბლო აღმოჩნდა. მოქმედი ჩემპიონი გრაცის „შტურმი“ 0:1 დამარცხდა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანი 42-ე წუთზე ტრავმის მიზეზით დატოვა. მას მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთი ეტკინა და თამაში აღარ გააგრძელა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი „შტურმის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. გრაცელები 31 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





