პაპუნაშვილის გამარჯვების გოლი – თავი ვოლკოვმაც გამოიჩინა

0
12

„ზირეს“ ქართველი ლეგიონერებისთვის დავით ვოლკოვისთვის და გიორგი პაპუნაშვილისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-19 ტური წარმატებული აღმოჩნდა. ბაქოელები სტუმრად „სუმგაითს“ შეხვდნენ და ჩვენებურების წყალობით დაამარცხეს.
მატჩის 24-ე წუთზე ვოლკოვმა მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და დაახლოებით 20 მეტრიდან შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო პაპუნაშვილი თამაშში 64-ე წუთზე  ჩაერთო.
89-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, მეტოქის საჯარიმოშ მყოფმა პაპუნაშვილმა პასი თანაგუნდელისგან მიიღო და ერთი შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი ამ სეზონში „ზირეს“ მაისურით აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 18-ჯერ ითამაშა და მე-3 გოლი მიითვალა. „ზირე“ 32 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი