ხარებაშვილი ტრავმირებულია

0
0

„ბაშაქშეჰირმა“, რომელსაც საბა ხარებაშვილი ზაფხულში შეუერთდა, თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში სტუმრად „გიოზთეფე“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სტამბოლელთა განაცხადში არ იყო, რადგან მუხლის ტრავმა აქვს და მოედანზე დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება.
18 წლის ხარებაშვილმა მიმდინარე სეზონში „ბაშაქშეჰირში“ 6-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის სასტარტო შემადგენლობაში 5-ჯერ მოხვდა და 3-ჯერ მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა. „ბაშაქშეჰირი“ 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი