„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში „მონპელიე“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. მას მატჩის მიწურულს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც სტუმართა საჯარიმოში ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღო და დაარტყა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
„სენტ-ეტიენიდან“ ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე ლე კარდინალმა გაიტანა. ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, „სენტ-ეტიენმა“ 3 ქულა აიღო და 37 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





