გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში სერია B მიმდინარე სეზონში თავისი მესამე საგოლე პასი შეასრულა. 23-ე ტურში „ფროზინონემ“ სერია A–ში დაბრუნებაში უშუალო კონტკურენტი „ვენეცია“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის 43-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა კვერნაძემ თანაგუნდელისგან პასი მიიღო და ვარდნაში მიწაზე დაუშვებლად ბურთი რაიმონდოს გადაწოდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
63-ე წუთზე მასპიძლების მცველმა ჩიტადინიმ ავტოგოლი მიითვალა. 67-ე წუთზე ვენეციელთა საჯარიმოში მდგომმა კვერნაძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან მსაჯმა მანამდე “ფროზინონეს” ფეხბურთელზე ხელით თამაში დააფიქსირა. 77-ე წუთზე „ვენეციადან“ თავი დუმბიამ გამოიჩინა და ამ გოლმა სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
„ფროზინონემ“ ბოლო ორი თამაშიდან ერთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა – 46 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ვენეციას“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





