კაკაბაძე მარტში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება

0
37

ოთარ კაკაბაძემ აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და სამ თვეში დაბრუნდება. ამის შესახებ პოლონეთის „კრაკოვიას“ პრესსამსახური იუწყება:
„ოთარ კაკაბაძემ აქილევსის მყესის დაზიანებული ქსოვილის მოსაცილებლად ოპერაცია გაიკეთა, რომლის მიზანია კომფორტულად ივარჯიშოს და ითამაშოს. ოპერაცია ფინეთში მსოფლიოში ცნობილმა ქირურგმა ლასე ლემპაინენომ ჩუტარა, რომელმაც გართულების გარეშე ჩაიარა. სავარაუდოდ, ის მწყობრში სამ თვეში ჩადგება“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელიც „კრაკოვიას“ კაპიტანია, მოედანზე 2025 წლის ნოემბრის დასაწყისიდან არ გასულა. მან მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. კაკაბაძე ეროვნულ გუნდს მარტში გასამართ ორ ამხანაგურ მატჩში ვერ დეხმარება – 26 მარტს თბილისში ისრაელთან და 29 მარტს სტუმრად ლიეტუვასთან.
ლაშა თაბაგარი