ბათუმის „დინამომ“, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნის, თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა. ამჯერად, ბათუმელებმა ჩრდილოელთ მაკედონიის „სილექსთან“ 1:2 წააგეს.
მატჩის 44-ე წუთზე ბათუმელები გიორგი კოხრეიძემ დააწინაურა, ხოლო მაკედონიელებმა ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრეს. 74-ე წუთზე ბალკანელებმა მეორე ბურთი გაიტანეს, რომელიც მატჩი საბოლოო აღმოჩნდა.
„დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მილჩენკო, კოხრეიძე, ჯაფარიძე, გოგრაჭაძე, გოგმაჩაძე, თავდგირიძე.
თადარიგში იყვნენ: ისმაილოვი, ბალაძე, მახარაძე, ცხომელიძე, თედორაძე, ზოიძე, ლაკვეხელიანი, ფუტკარაძე, აბუსელიძე, ხოზრევანიძე, მანდრიჩენკო, ბარამიძე, დუმბაძე.
განვლილ შეხვედრაში თორნიკე კირკიტაძეს, უერდი მარას, ლაზარე კუპატაძეს და ლუკა წულუკიძეს მიკროტრავმების გამო არ უთამაშიათ. ცნობისთვის, ბათუმელები პირველ ამხანაგურში ბოსნიის „სლოგა დობოისთან“ 0:3 დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი





