“დილა” შემადგენლობის შევსებას განაგრძობს

0
37

საქართველოს სლავა მეტრეველის სახლობის თასის მოქმედმა მფლობელმა გორის “დილამ” კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა – მარცხენა მცველი გიორგი ჯალაღონია და მარჯვენა გარემარბი ბადრი გოგობერიშვილი.
“27 წლის მარცხენა მცველი გიორგი ჯალაღონია ,,დილას” ფეხბურთელია. გიორგი ჩვენს კლუბს საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავიდან” შეუერთდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2 -ს ჩემპიონი გახდა და გუნდს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. გიორგი ჯალაღონიას კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედიას” და თბილისის ,,მერანის” რიგებში.
22 წლის მარჯვენა ვინგერი ბადრი გოგობერიშვილი კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს. იგი თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, ჩვენს გუნდს კი საგარეჯოს გარეჯიდან შემოუერთდა. ბადრის შეტევის მარჯვენა ფლანგის გარდა თამაში მოედნის ცენტრშიც შეუძლია” – იუწყება “დილას” პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი