„უოტფორმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მეორე მატჩი ანგარიშით 1:1 დაასრულა. ამჯერად, უოტფორდელებმა ქულა სტუმრად „ბლექბერნთან“ აიღეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 42-ე წუთზე ჩაერთო. მას 57-ე წუთზე მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა თანაგუნდელისგან პასი მიიღო და ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ააცილა.
შეხვედრის 26-ე წუთზე სტუმრები კაიემბემ დააწინაურა, ხოლო ორ წუთში მილერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. „უოტფორდმა“ ბოლო ოთხი თამაშიდან ვერცრთი მოიგო (2 ფრე და 2 წაგება) – 29 ტურის მერე 43 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





