კვერნაძემ „ფროზინონეს“ მოაგებინა

0
21

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში ამ სეზონში იტალიის სერია B-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 21-ე ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე „რეჯანა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის წყალობით დაამარცხა.
კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მასპინძლების კარი 57-ე წუთზე აიღო, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში დაარტყა. მას თავის გამოჩენა პირველ ტაიმშიც შეეძლო, როცა სტუმართა კარს რამდენჯერმე დაეუფლა და ერთ ეპიზოდში ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა და თავის ანგარიშზე სამი გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. 22 წლის ფეხბურთელმა იტალიის თასზე 2-ჯერ ითამაშა და ერთი ბურთი შეაგდო.
„ფროზინონე“ 45 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი