ჟოაუ კანსელუ „ბარსელონაში“ დაბრუნდა

0
6

ჟოაუ კანსელუ „ბარსელონაში“ ითამაშებს, რაც ესპანური გრანდის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველი ბარსელონაში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.  ის „ბარსელონაში“ 2023-2024 წლების სეზონშიც გამოდიოდა, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ“ გაანათხოვრა.
მიმდინარე სეზონში კანსელუმ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. პორტუგალიელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ასევე „ბენფიკაში“, „ვალენსიაში“, მილანის „ინტერში“, „იუვენტუსში“ და „ბაიერნში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი