ჩემპიონმა ბართიშვილი დაიმატა

0
8

ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას თბილისის „იბერიაში“ განაგრძობს. 16 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ფოთის „კოლხეთთან“ აკავშირებს და საქართველოს ჩემპიონში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
ბართიშვილმა გასულ სეზონში „კოლხეთის“ შემადგენლობაში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი შეასრულა. მან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა.
ბართიშვილმა გასულ წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან 19-წლამდელთა ნაკრებში ევრო 2026-ის შესარჩევში 3-ჯერ იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი