„კრაკოვია“, რომელსაც ოთარ კაკაბაძე კაპიტნობს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში სტუმრად კრაკოვის „ვისლასთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-9 წუთზე მასპინძლები კარბომ დააწინაურა. მე-20 წუთზე ჰასიჩმა პენალტი შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია, რომელსაც თავად დაამატა – ანგარიში გათანაბრდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე კრაკოველთა კარი ბოჟიჩმა აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „კრაკოვიამ“ ბოლო 4 მატჩიდან ზედიზედ 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა – 12 ქულით 18 გუნდში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





