„ლივერპული“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში გათამაშების ლიდერ ლონდონის „არსენალს“ ესტუმრა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ თადარიგში იყო.
„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ფრედ დაასრულა. მერსისაიდელებს 30 ნოემბრიდან მოყოლებული ყველაზე ტურნირში მიჯრით 10 შეხვედრა არ წაუგიათ – 5 გამარჯვება და 5 ფრე. მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





