გიორგი გულიაშვილი კარიერას სანტანდერის „რასინგში“ განაგრძობს, რის შესახებ სეგუნდა დივიზიონის ლიდერის პრესსამსახური იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „რასინგთან“ სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისური ითამაშებს. “სარაევო” ქართველის სანაცვლოდ ორმილიონნახევარ ევროს მიიღებს, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული ტრანსფერია.
გულიაშვილი ბოლო ორი სეზონი „სარაევოში“ გაატარა. მან გასულ სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ბოსნიის თასზე 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. გარდა ამისა, უეფას კონფერენს ლიგის ოთხ თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა ჩემპიონატის 18 შეხვედრაში ერთი გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, კონფერენს ლიგის ორ მატჩში კი ერთი ბურთი შეაგდო. „რასინგი“ 38 ქულით 22-გუნდიან სეგუნდა დივიზიონში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





