ტიაგო სილვა „პორტუში“ ითამაშებს

0
22

ბრაზილის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტიაგო სილვა კარიერას „პორტუში“ განაგრძობს. 41 წლის ცენტრალურმა მცველმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა.
ის ბოლოს სამშობლოში „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავდა, რომელთა კონტრაქტი მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყვიტა. გასულ სეზონში სილვამ „ფლუმინენსეს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ცნობისთვის, ბრაზილიელი ფეხბურთელი „პორტუს“ მეორე გუნდში 2004-2005 წლებში ირიცხებოდა.
გარდა ამისა, ტიაგო სილვა კარიერის განმავლობაში “ხუვენტუდში”,  მოსკოვის „დინამოში“,  „მილანში“, პსჟ-ში და „ჩელსიში“ გამოდიოდა.
მან ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მოხვდეს 113-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. ტიაგო სილვამ „მილანში“ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო. პსჟ-ს მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატში 7-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო საფრანგეთის თასს 5-ჯერ დაეუფლა. ამასთანავე საფრანგეთის ლიგის თასი 6-ჯერ აიღო, ხოლო სუპერთასი – 5-ჯერ. ბრაზილიელმა „ჩელსიში“ ჩემპიონთა ლიგის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი