მუსელიანი „პარალიმნის“ თასის 1/4-ფინალში შეუძღვა

0
22

ზურაბ მუსელიანის წყალობით „პარალიმნი“ კვიპროსის თასის 1/4-ფინალში ითამაშებს. 1/8-ფინალში „პარალიმნი“ სტუმრად ახნას „ეთნიკოსს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
სტუმრები მე-8 წუთზე ელიამ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან 37-ე წუთზე საპასუხო ბურთი ანდერეგენმა გაიტანა. 84-ე წუთზე „პარალიმნის“ ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა მუსელიანმა მცველებს აჯობა და თავით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა, მანამდე, კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მოწინააღმდეგის კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი