ნეიმარმა „სანტოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

0
24

ნეიმარმა „სანტოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სან პაულუს კლუბში 2026 წლის ბოლომდე ითამაშებს.
ნეიმარი „სანტოსის“ აღზრდილია, სადაც გასული წლის იანვარში დაბრუნდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
გარდა ამისა, ის კარიერის განმავლობაში „ბარსელონაში“, პსჟ-ში და საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გამოდიოდა. ნეიმარმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ, ესპანეთის თასი სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
მან პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატში 5-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო საფრანგეთის თასს სამჯერ დაეუფლა. ამასთანავე, საფრანგეთის ლიგის თასი ორჯერ  აიღო.