„რასინგმა“ სტუმრად „მალაგას“ აჯობა – გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა

0
0

სანტანდერის „რასინგმა“, რომელსშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში სტუმრად „მალაგა“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 28-ე წუთზე მასპინძლები დოტორმა დააწინაურა, ხოლო ლუკუემ საპასუხო ბურთი 50-ე წუთზე გაიტანა. 64-ე წუთზე „მალაგას“ მცველმა აზნოუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მე-60 წუთზე „რასინგიდან“ თავი 21 წლის მაროკოელმა ზაბირიმ გამოიჩინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 12 თამაშში 9 გოლი შეაგდო. ის ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს.
გულიაშვილმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა და გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია. „რასინგი“ 14 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ჰოლშტაინ კილმა“ თავის მოედანზე ბიელეფილდის „არმინიასთან“ 1:2 წააგო. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ 46-ე წუთიდან ითამაშა და 53-ე წუთზე როდესაც ანგარიში 0:1 იყო, კარის ახლოდან თავით ვერ გაიტანა. „ჰოლშტაინ კილი“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი