40 წლის რონალდუმ წელი 41 გოლით დაასრულა

0
13

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ 2025 წელი 41 გოლით დაამთავრა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში პორტუგალიელმა ფორვარდმა ზურგით გოლი „ალ-იტიფაკთან“ (2:2) გაიტანა, რომელიც წელს 41-ე აღმოჩნდა.
რონალდუმ ზედიზედ მე-14 წელიწადია ყველა ტურნირში კლუბისა და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 40 ან მეტი გოლი მიითვალა. მან საუკეთესო შედეგი 2013 წელს დააფიქსირა, როდესაც მეტოქეთა კარი 59-კერ აიღო. თუმცა, 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მან ჰეთ-თრიქი ვერ შეასრულა. რონალდუ 2026 წლის 5 თებერვალს 41 წლის გახდება.
ლაშა თაბაგარი