პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ფამალიკაომ“ „ეშტრელა“ მიიღო და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექსნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი ამჯერად განაცხადშიც არ იყო. მან მიმდინარე სეზონში „ფამალიკაოში“ ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა. ის პორტუგალიურ გუნდს იანვარში შეუერთდა და გასულ სეზონში მოედანზე 4-ჯერ გავიდა.
ლაშა თაბაგარი





