უსმანე დემბელე საფრანგეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

0
23

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე ავტორიტეტულმა გამოცემა L’Équipe-მა წლის საუკეთესოს სპორტსმენად დაასახელეს. 28 წლის ფეხბურთელისთვის წელს ეს მესამე აღიარებაა – მანამდე „ოქროს ბურთს“ დაეუფლა და The Best FIFA-ს პრიზი დაისაკუთრა.
გასულ სეზონში დემბელემ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთანავე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. იგი “ოქროს ბურთის” გამარჯვებულიც გახდა. დემბელემ 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
L’Équipe-ს გამოკითხვაში მეორე ადგილზეა მოცურავე ლეონ მარშანი, ხოლო მესამეზე აფროსანი შარლი დალენი გავიდა.
ლაშა თაბაგარი