„ნაპოლის“ ხელმძღვანელებს მადრიდის „რეალის“ გარემარბა ფრანკო მასტანტუანოს შეძენა სურთ. Defensa Central-ის ინფორმაციით, ნეაპოლელები მზად არიან 18 წლის არგენტინელში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.
თუმცა, „სამეფო კლუბში“ ამ ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვებას არ გეგმავენა და მიაჩნიათ, რომ ის თავის საუკეთესო სათამაშო ფორმაში სეზონის მეორე ნახევარში შევა.
„რეალმა“ მასტანტუანო „რივერ პლეიტიდან“ მიმდინარე სეზონის წინ შეიძინა და კონტრაქტი 2031 წლამდე გაუფორმა. არგენტინელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





