ხვიჩა კვარაცხელია მეხუთედ

0
34

27 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციაში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეაფასა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის მთავარ მიღწევებზე, მათ შორის, ისტორიულ ევრო 2024-ზე, ახალგაზრდული, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების პროგრესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებებზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სფფ-ის გუნდი ახალი წარმატებებისთვის აგრძელებს მუშაობას.
სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე.
GFF Awards 2025-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.
გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით,  ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს – 50 ათასი ლარი.
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17
ოქოოს მედალი – ანდრია ბართიშვილი (“კოლხეთი 1913”)
ვერცხლის მედალი – ლუკა შარიქაძე (“დინამო” თბ)
ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი (“იბერია 1999”)
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19
ოქროს მედალი – საბა ხარებაშვილი (“დინამო” თბ)
ვერცხლის მედალი – გიორგი გვასალია (“დინამო” თბ)
ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი (“იბერია 1999”)
2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
2025 წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი
2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოს ეროვნული გუნდისა და პსჟ-ს 24 წლის ფორვარდი კვარაცხელია, რომელმაც ფრანგული კლუბის მაისურით წელს 5 ტიტული მოიგო, ბოლო 6 წლის მანძილძე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი მეხუთედ გახდა. მან საფრანგეთის ჩემპიონატში, საფრანგეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის სუპერთასზე და საკონტინენთაშორისო თასზე გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი