რაგბის კავშირმა 2025 წელი შეაჯამა

0
7

აქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2025 წლის 24 დეკემბერს სასტუმრო Pullman Axis Towers-ში სრკ-ს მორიგი საერთო კრება გაიმართა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და გამგეობის თავმჯდომარე კაკი დავითულიანმა, ასევე დეპარტამენტის დირექტორებმა, სრკ-ს ნამდვილ წევრებს (დელეგატებს) და დამსწრე საზოგადოებას 2025 წლის ანგარიში ჩააბარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს.
ნამდვილმა წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სრკ-ს 2026 წლის ბიუჯეტი, ასევე წესდებაში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები. განხილული იქნა კავშირის სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებები.
rugby.ge