მარადონას დახეული მაისური 152000 ევროდ გაიყიდა

0
12

ლეგენდარული დიეგო მარადონას მაისური, რომელიც „ბარსელონაში“ ეცვა Matchday Football Auctions აუქციონზე 152200 ევროდ გაიყიდა. ამ მაისურით აწ გარდაცვლილმა არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა „ბარსას“ შემადგენლობაში 1984 წელს ბილბაოს „ატლეტიკთან“ 0:1 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა. მარადონას მაისური ჩხუბის შემდეგ მოედანზე მომხდარი ხელჩართული ჩხუბის დროს დაეხა.
ეს მაისური „ბარსელონას“ ეკიპირების განყოფილების ერთ-ერთმა მრეცხავმა ქალმა გასახდელში იპოვა და სუვენირად შეინახა. მოგვიანებით, მან მაისური თავის ნაცნობს აჩუქა, რომლისგან სამახსოვროდ შვილს დარჩა. მაისური ოჯახში ოთხი ათეული წლის განმავლობაში ინახებოდა და შემდეგ მფლობელმა მისი აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა. ეს მაისური აუქციონზე გაყანილ მარადონას საკლუბო მაისურებს შორის ყველაზე ძვირად გაიყიდა.
არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომგები მარადონა, კარიერაში „ბარსელონას“ გარდა, „არგენტინოს ხუნიორსში“, „ნიუელს ოლდ ბოიზში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ნაპოლიში“ და „სევილიაში“ თამაშობდა. ის 2020 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლაშა თაბაგარი