საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სომხეთთან მატჩით დაასრულა.
მასპინძლებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გატანილი გოლის ავტორი გიორგი ჩიმაკაძეა. ერევნის ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა 5:1 დაამარცხა.
სომხეთი 3:1 საქართველო
სომხეთში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილი იყო.
ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
ლაშა თაბაგარი





