სამწუხაროდ გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმა მიიღო. ტერფის ძვალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოედანზე ნოემბერში დაბრუნდა და დღეს „უოტფორდის“ სასტარტოშიც ითამაშა შინ „ნორვიჩთან“ 3:2 მოგებულ დაპირისპირებაში.
შეხვედრის 21-ე წუთზე „უოტფორდის“ კონტრშეტევის დროს ჩაკვეტაძემ მეტოქის ნახევარზე მცველს გაასწრო და საჯარიმოში შესული გოლის გატანას ვარდნაში შეეცადა, მაგრამ წინ გამოსულ მეკარეს შეეჯახა. ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მან თამაში გააგრძელა. მაგრამ 38 წუთზე შეცვლა მოითხოვა. იმ დროს ანგარიში 1:1 იყო. „ნორვიჩმა“ პირველი ტაიმის 2:1 მოიგო, თუმცა, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა 2 გოლი გაიტანეს და სამი ქულა აიღეს. „უოტფორდი“ 27 ქულით 24 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





