„თელავმა“ გასვლაზე „გაგრა“ დაამარცხა

0
11

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტური დღეს თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დასრულდა, სადაც „გაგრამ“ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „თელავს“ უმასპინძლა და 2:1 ცამარცხდა.
მატჩის 31-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილი მოედნის ცენტრში ორ მეტოქეს გაექცა და გრძელი სოლო რეიდი დაახლოებით 20 მეტრიდან კარში ზუსტი დარტყმით დაასრულა – 0:1.
33-ე წუთზე ბრაზილიელმა ნადერსონ სილვამ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყა შეასრულა და ლევან თანდილაშვილის ხელიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, მაგრამ მასპინძლების შეტევა საჯარიმოშ მყოფმა საბა ზოიძემ გააგრძელა, რომლის გადაცემის მერე დავით მუჯირმა თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:1.
71-ე წუთზე თელაველთა შეტევის დროს, ტატო ჟივიძემ ბურთი „გაგრას“ საჯარიმოში მიიღო და პასი ესპანელ ინიგო მარტინს გაუკეთა, რომელმაც თავით შეაგდო – 1:2.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 43 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით „თელავმა“ 33 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი