„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად სან სებასტიანის „რეალ სოსიედადი“ დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 31-ე წუთზე სტუმრები აიოზე პერესმა დააწინაურა, ხოლო 57-ე წუთზე მოლეირომ „ვილიარეალი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე მასპინძლებიდან თავი კარლო სოლერმა გამოიჩინა. 87-ე წუთზე ბერენეჩეამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მოლეირომ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„ვილიარეალი“ 32 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





