„ჰამბურგმა“, რომლის ღირსებას გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში „შტუტგარტი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გლატცელმა გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე უნდავმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
81-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო „ჰამბურგს“ მცველი როსინგ-ლელესიტი გაუძევეს. ამის მიუხედავად, ძირითადი დროსთვის დამატებულ მეპ4 წუთზე ვიეირამ სტუმართა კარი აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა – 2:1. „ჰამბურგი“ 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





