ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მერვე გოლი გაიტანა. მე-15 ტურში გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ჰარტბერგს“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის წყალობით მოიგო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, კიტეიშვილი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო და 81-ე წუთზე პენალტიდან მატჩში ერთადერთი ბურთი შეაგდო. მან თავი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა. გარდა ამისა, მან ერთი გოლი ავსტრიის თასზე მიითვალა, ხოლო ორი – ევროპა ლიგაში.
ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა „შტურმმა“ ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





