საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ისთვის მზადებას განაგრძობს. 9 და 10 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ თამაშს ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 15 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი).
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები საფრანგეთი, ხორვატია და ჯგუფის მასპინძელი ლატვია იქნებიან. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ. A ჯგუფის მატჩებს რიგა უმასპინძლებს.
წილისყრას ქალაქ კაუნასში ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბესო არველაძე დაესწრო. ფუტსალის ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)|
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
ლაშა თაბაგარი





