გიორგი აბუაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მე-13 ტურში „სარაევო“ სტუმრად „პოსუშიეს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა კაპიტანმა გულიაშვილმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, როდესაც პენალტი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ ბოლო იმედის ჯარიმისთვის მასპინძლებს მცველი გაუძევეს. 24 წლის თავდამსხმელმა, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს, ამ სეზონში ბოსნიის პირველობაზე 13-ჯერ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა. „სარაევო“ 18 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





