ყაზაიშვილის 25-ე გოლი ჩინეთში

0
13

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი 25-ე გოლი გაიტანა. 29-ე ტურში „შანდუნმა“ „ტიანჯინ ჯიმენი“ მიიღო და 2:1 აჯობა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ექსფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც ერთ მცველს გაცდა და დაახლოებით 18 მეტრიდან მეკარისგან მარჯვება დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0.
56-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ყაზაიშვილმა პენალტი დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. „შანდუნი“ 50 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი