„კალმარი“, რომელშიც საბა მამაცაშვილი „სირიუსმა“ სეზონის შუაწელს გაანათხოვრა, შვედეთის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა, რაშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა დიდი წვლილი შეიტანა.
29-ე ტურში „კალმარი“ სტუმრად „იორგრიტეს“ შეხვდა და ქართველის გოლებით 2:0 მოუგო.
სასტარტოში მყოფმა მამარდაშვილმა მე-11 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან „ცაციათი“ გარე ტერფით ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად მოჭრა – 0:1. მან მე-80 წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და დუბლი შეასრულა – 0:2. მამაცაშვილმა ბოლოს სამ თამაშში 3 გოლი შეაგდო და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე, მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასი იყო. საერთო ჯამში, „კალმარში“ 13 შეხვედრა გამართა. „კალმარი“ 64 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





