„გარეჯმა“ ფოთიდან გამარჯვება წამოიღო

0
6

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურმა სტარტი ფოთში აიღო, სადაც ადგილობრივმა „კოლხეთმა“ საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ სახლში სამი ქულით კახური გუნდი დაბრუნდა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი ხარებავამ სტუმართა საჯარიმოში კარგად ვერ დაამუშავა ბურთი, რომელიც იქვე მდგომმა ბოსნიელმა ამარ ბეგიჩმა მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 1:0.
58-ე წუთზე საგარეჯოელებმა კუთხური ჩააწოდეს და ნიკოლოზ ქუთათელაძე თავის საჯარიმოში ბურთს ხელით შეეხო, რის გამო, მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ პენალტი დანიშნა. „გარეჯის“ კაპიტანმა ლევან პაპავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:1.
63-ე წუთზე სტუმართა შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბაჩანა მოსაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ნიკა კაჭარავამ მცველს დაასწრო, რის შემდეგ, ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:2. 73-ე წუთზე მოსაშვილმა ისევ მარცხენა ფრთიდან გაუკეთა გადაცემა საჯარიმოშ ლუკა თოლორდავას, რომელმაც თავით ლამაზი ბურთი გაიტანა. თოლორდავაც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „გარეჯმა“ 33 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“, რომელსაც დავით კვირკველია უძღვება 19 ქულით ბოლოა.
კოლხეთი 1913 1:3 გარეჯი 
ლაშა თაბაგარი