ლისაბონის „სპორტინგმა“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის ჩემოიონატის მე-10 ტურში „ალვერკას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 68-ე წუთზე იოანიდისმა დააწინაურა, ხოლო 74-ე წუთზე „ალვერკას“ კარი გონსალვეშმა აიღო. მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულით მეორე „პორტუ“, რომელმაც ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





