ქოჩორაშვილის სრული მატჩი – „სპორტინგი“ ლიგის თასის ნახევარფინალშია

0
8

ლისაბონის „სპორტინგი“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის ლიგის თასის 1/2-ფინალში გავიდა. 1/4-ფინალში ლისაბონელებმა შინ მესამე ლიგის „ალვერკა“ 5:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. არადა, მას ბოლო პერიოდში როგორც პორტუგალიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა.
„სპორტინგიდან“ ორ-ორი გოლი ქენდამ და ბლოპამ გაიტანეს, ხოლო ერთხელ თავი იოანიდისმა გამოიჩინა. სტუმრებიდან პრესტიჟის გოლი სანდრო ლიმას ანგარიშზეა.
ლაშა თაბაგარი