ტაბატაძემ თანაგუნდელს ორჯერ გაატანინა

0
9

იური ტაბატაძემ „კადისის“ შემადგენლობაში ესპანეთის თასზე ორი საგოლე პასი შეასრულა. 1/64-ფინალში „კადისმა“ სტუმრად  მეოთხე ლიგის „მურსიას“ 3:1 აჯობა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75-ე წუთი გაატარა. მან მატჩის პირველ წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჭრა და კარის წინ მდგომ მარტის გადაწოდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 69-ე წუთზე ტაბატაძემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ზუსტი გადაცემა მარტის გაუკეთა, რომელმაც თავისი გუნდი დაწინაურა – 2:1. მასპინძლებიდან მესამე გოლი დიასმა გაიტანა.
ტაბატაძემ, რომელიც „კადისში“ სადებიუტო სეზონს ატარებს. სეგუნდა დივიზიონში 9-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი