დავითაშვილის მეხუთე გოლი ლიგა 2-ში

0
10

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. მე-12 ტურში „სენტ-ეტიენმა“ თავის მოედანზე „პო“ 6:0 გაანადგურა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.
79-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 5:0 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა დავითაშვილმა ფინტით ერთ მცველი მოატყუა, ხოლო ვიდრე მეორე თანაგუნდელს დააზღვევდა, დაარტყა და ზედა კუთხეში გაიტანა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-11 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი